კიბერბულინგი - ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, ფარული ან აშკარა დაშინების მიზნით განხორციელებული ქმედებაა."კიბერბულინგში" მოიაზრება:
სოციალურ ქსელებში შეურაცხმყოფელი ფოტოების ან ვიდეოს განთავსება, უხამსი ჭორების გავრცელება, მავნე მოკლეტექსტური შეტყობინებების გაგზავნა, სხვათა სახელით გვერდებისა და სოციალურ ქსელებში ანგარიშების შექმნა.
სოციალურ ქსელებში შეურაცხმყოფელი ფოტოების ან ვიდეოს განთავსება, უხამსი ჭორების გავრცელება, მავნე მოკლეტექსტური შეტყობინებების გაგზავნა, სხვათა სახელით გვერდებისა და სოციალურ ქსელებში ანგარიშების შექმნა.
კომპიუტერული
ტექნოლოგიების
თანამედროვე
ეპოქაში
სულ
უფრო
პოპულარული
ხდება.„კიბერ–ბულინგი“. კიბერ-ბულინგი - პირადი
ცხოვრების კადრების გასაჯაროება და ამით შანტაჟი, ვირტუალურ სივრცეში
დატერორება, მუქარა. ასეთი
ტიპის
ჩაგვრა
გულისხმობს
თანატოლის
არასასურველი
ფოტოების
გამოქვეყნებას,
დამცინავი
და
შეურაცხმყოფელი
კომენტარების
გაკეთებას.
მისი განვითარება სოციალური ქსელების/ინტერნეტსივრცის
აქტიურ გამოყენებას მოჰყვა შედეგად. ასევე დღითიდღე
უფრო
ფართოდ
ვრცელდება
სოციალურ
ქსელებში
სპეციალური
გვერდების
შექმნის
პრაქტიკა,
სადაც
გამიზნულად
აბუჩად
იგდებენ
ადამიანებს
მათი
გარეგნობის,
შემოქმედების,
რელიგიური
თუ
ეთნიკური
უმცირესობის
გამო.
ტრადიციული ბულინგისგან განსხვავებით, კიბერბულინგს არ სჭირდება ფიზიკური ძალა ან პირისპირ შეხვედრა. ხშირად ის ძალიან ბევრი მოწმის წინაშე ხდება. კიბერბულინგი ყველა ფორმით და სახით არსებობს – ნებისმიერს, ვისაც ინტერნეტი ან
მობილური ტელეფონი აქვს, შეუძლია წამოიწყოს
კიბერბულინგი ვიღაცის მიმართ, ხშირად ანონიმურად. კიბერბულინგის განმახორციელებელს, პირობითად კიბერაგრესორს, შეუძლია მსხვერპლის
დამცირება 24 საათის განმავლობაში, ხოლო მსხვერპლმა აგრესია შეიძლება ნებისმიერ ადგილას მიიღოს, ანუ არავითარი ადგილი, სახლიც კი, აღარ არის უსაფრთხო, და მხოლოდ რამდენიმე
ღილაკის დაჭერით ამ პროცესს შეიძლება ონლაინ შეესწროს ასობით ან ათასობით ადამიანი.
მეთოდები,
რომელთაც ბავშვები და მოზარდები კიბერბულინგისთვის იყენებენ, ისეთივე განსხვავებული და მრავალფეროვანია, როგორც მათთვის ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები: მუქარის შემცველი ან შემაშინებელი მესიჯების გაგზავნით დაწყებული, იმელის ანგარიშის გატეხვით და ონლაინიდენტობის მითვისებით დამთავრებული. ზოგიერთი კიბერაგრესორი ვებსაიტს ან სოციალური მედიის გვერდსაც კი ქმნის მსხვერპლის დასამცირებლად.
ტრადიციული
ბულინგის მსგავსად, კიბერბულინგში ბიჭებიც და გოგოებიც თანაბრად მონაწილეობენ, მაგრამ ზოგადად განსხვავებულ ხერხებს იყენებენ. ბიჭები მეტწილად სექსუალური ხასიათის ან ფიზიკური ზიანის მუქარის მესიჯებს აგზავნიან. გოგოები კი ძირითადად ავრცელებენ ჭორებს და მცდარ ინფორმაციას მსხვერპლის შესახებ, ამჟღავნებენ საიდუმლოს, მსხვერპლს რიცხავენ გარკვეული წრიდან ან ელექტრონული კომუნიკაციის ჯგუფიდან. რადგან კიბერბულინგი ძალიან სწრაფად მოქმედებს, ბავშვი ან მოზარდი იოლად იცვლის როლს, შეიძლება კიბერბულინგის მსხვერპლიდან ერთ წუთში გადაიქცეს აგრესორად და შემდეგ ისევ მსხვერპლად.
კიბერბულინგი,
ტრადიციული ბულინგის მსგავსად, აგრესიას, ძალადობას და ჩაგვრის გავრცელებას უწყობს ხელს. მას, განსხვავებით ტრადიციული ბულინგისგან, ფსიქოლოგიური ძალადობის კიდევ უფრო მეტი გამოხატვის საშუალება აქვს. აქ მაღალია ანონიმურობა, ანუ უფრო მეტი საშუალება გაქვს გამოხატო ის, რასაც პირისპირ არ გამოხატავ, ხელი იოლად მიგიწვდება ყველა იმაზე, ვისზეც გინდა გაავრცელო აგრესია. დამამცირებელი მოპყრობა შესაძლოა გახდეს "მთელი სამეგობრო ჯგუფისთვის" დასანახი. კიბერბულინგი მოზარდის მიერ მძაფრად აღიქმება და, შესაბამისად, ემოციური ზიანი მაღალია.
კიბერბულინგი მოიცავს დამამცირებელი სახელების შერქმევას, თავდასხმასა და შანტაჟის სერიოზულ საფრთხეს. ბულინგის მსხვერპლი ადვილი ამოსაცნობია, ის ყოველთვის გამორჩეულია რაიმე ნიშნით სხვა ბავშვებისგან, აღენიშნება შფოთვის მაღალი დონე და აკლია თავდაჯერებულობა.
ამერიკის შეერთებული შტატების განათლების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, აშშ-ს ქალაქებში არსებულ სკოლებში კიბერბულინგის მაჩვენებელი, ბოლო 2 წლის განმავლობაში, თითქმის სამჯერ გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ საინფორმაციოსააგენტო nypostი უწყება. ვებგვერდზე განთავსებული პუბლიკაციის თანახმად, მოზარდები ერთმანეთს, ყველაზე მეტად, რასის, სქესის და სექსუალური ორინეტაციის
გამო ამცირებენ. 2015-16 სასწავლო წლის მანძილზე კიბერბულინგის 804 შემთხვევა დაფიქსირდა მაშინ, როდესაც 2013-14 წელს სახელმწიფო განათლების
დეპარტამენტმა სულ 178 ინციდენტი დააფიქსირა.
სოციალურ
ქსელ ფეისბუკში გახსნილია ერთი გვერდი, რომლის მთავარი პერსონაჟი ერთი პატარა ბიჭია, რომელსაც არც ხელები აქვს, არც ფეხები და, საერთოდაც, ძალიან მახინჯია. ამ ბიჭს ყველა უბედურება ემართება, რაც კი ადამიანს შეიძლება დაემართოს და, რაც მთავარია, მას სულ დასცინიან. დასცინიან იმიტომ, რომ შიდსი აქვს, იმიტომ, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა, იმიტომ, რომ კიბო აქვს და ა.შ. გვერდი მოსწონს დახლოებით 12 000 ადამიანს. ყველა აღფრთოვანებულია იმ ახალ-ახალი შავი იუმორით, რომლითაც ამ ვირტუალურ ბიჭს დასცინიან. ამ გვერდის მომხმარებლები ფიქრობენ, რომ რადგან ბიჭი სინამდვილეში არ არსებობს, არც მის მიმართ ბულინგია პრობლემა. სინამდვილეში კი ეს კიბერბულინგია.
თუკი თქვენ კიბერბულინგის მსხვერპლი გახდით, მნიშვნელოვანია, არ უპასუხოთ არცერთ მესიჯს ან პოსტს, რომელიც თქვენ შესახებ დაიწერა, რაც არ უნდა მცდარი და მტკივნეული იყოს ის. პასუხი მხოლოდ დაამძიმებს მდგომარეობას და იმ რეაქციას გამოიწვევს, რაც აგრესორს ჰქონდა გამიზნული. ამიტომ ნუ მისცემთ მას კმაყოფილების საბაბს.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ მიმართოთ შურისძიებას, რომ თავად არ გახდეთ აგრესორი.
სასურველია, მოიქცეთ შემდეგნაირად:
შეინახეთ კიბერბულინგის შესახებ ინფორმაცია. შეინახეთ ტექსტური შეტყობინებები ან ვებგვერდის სურათი და უჩვენეთ სანდო ზრდასრულს, მაგალითად, ოჯახის წევრს, მასწავლებელს. თუკი ასეთი შემთხვევები სწრაფად არ აღიკვეთება, კიბერაგრესორი ხშირად დამცირების და ძალადობის უფრო მძიმე ფორმებს მიმართავს;
თუკი ვინმე ფიზიკური დაზიანებით გემუქრებათ ან უხამს სექსუალურ მესიჯებს გიგზავნით, მიმართეთ პოლიციას. ხშირ შემთხვევაში კიბერაგრესორის ქმედებები კანონით ისჯება;
შეწყვიტეთ კიბერაგრესორთან ყოველგვარი ურთიერთობა. დაბლოკეთ მათი ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი და წაშალეთ სოციალური ქსელის კონტაქტებიდან.
თუკი თქვენ ბულინგის მსხვერპლი გახდით, გახსოვდეთ:
ნუ დაიდანაშაულებთ თავს. ეს არ არის თქვენი ბრალი. არა აქვს მნიშვნელობა, რას ამბობს ან აკეთებს კიბერაგრესორი, არ უნდა შეგრცხვეთ იმის, რასაც წარმოადგენთ და გრძნობთ. აგრესიის გამოვლინება ნიშნავს, რომ პრობლემები კიბერაგრესორს აქვს და არა თქვენ;
კიბერბულინგს სხვა კუთხიდან შეხედეთ. კიბერაგრესორი უბედური, იმედგაცრუებული ადამიანია, ვისაც სურს, კონტროლი მოიპოვოს თქვენს გრძნობებზე, რომ თქვენც ცუდად იგრძნოთ თავი. ნუ აჰყვებით მის თამაშს და ნუ მიანიჭებთ მას ამ სიამოვნებას;
წაშალეთ ყველა აგრესიული მესიჯი და კონცენტრირება მოახდინეთ პოზიტიურ გამოცდილებაზე.
ისწავლეთ სტრესთან გამკლავება. სტრესთან გამკლავების უნარები დაგეხმარებათ, გახდეთ უფრო თავდაჯერებული და კიბერბულინგი ნაკლებად დაგთრგუნავთ.
დაუთმეთ მეტი დრო თქვენთვის საყვარელ საქმიანობას. რაც უფრო მეტად ხართ დაკავებული საყვარელი საქმიანობით – სპორტით, ჰობით, მეგობრებთან ყოფნით – მით უფრო ნაკლები გავლენა ექნება კიბერბულინგს თქვენს ცხოვრებაზე.
რჩევები მშობლებს:
რაც არ უნდა ცუდად გრძნობდნენ თავს, ბავშვები ხშირად არ უმხელენ მშობლებს და მასწავლებლებს კიბერბულინგის შესახებ, რადგან ეშინიათ, რომ ამის გამო შეიძლება კომპიუტერის ან ტელეფონის გარეშე დარჩნენ. მშობლებო, არასდროს დაემუქროთ ტელეფონისა და კომპიუტერის წართმევით მოზარდს, რომელიც კიბერბულინგის მსხვერპლი გახდა.
დააკვირდით კიბერბულინგის სავარაუდო ნიშნებს
თქვენი შვილი კიბერბულინგის მსხვერპლი შეიძლება იყოს, თუკი ის:
ხდება სევდიანი, გაბრაზებული ან დათრგუნული ინტერნეტის ან მობილური ტელეფონის გამოყენების შემდეგ;
შფოთავს, როცა იღებს ტექსტურ მესიჯს ან იმეილს;
თავს არიდებს ოჯახის წევრებს, მეგობრებს და უარს ამბობს იმ საქმიანობაზე, რომელიც მანამდე მოსწონდა;
მოულოდნელად და გაუგებარი მიზეზის გარეშე უფუჭდება ნიშნები;
უარს ამბობს სკოლაში წასვლაზე ან არ ესწრება კონკრეტულ საგნებს ან კლუბებს;
ეცვლება ხასიათი, ქცევა, ძილი, მადა ან უჩნდება დეპრესიის ან შფოთვის ნიშნები.
გვინდა მივმართოთ ბავშვებს:
ნუ გაავრცელებთ კიბერბულინგის შემცველ მესიჯებს;
შემჩნევის შემთხვევაში პირდაპირ უთხარით საკუთარ მეგობრებს, შეწყვიტონ კიბერბულინგი;
შეწყვიტეთ კომუნიკაცია კიბერაგრესორთან და წაუკითხავად წაშალეთ მათგან მოსული მესიჯები;
არასდროს გაავრცელოთ საკუთარი ან მეგობრების პერსონალური ინფორმაცია ონლაინ (სრული სახელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, სკოლის სახელი, მშობლების სახელები, საკრედიტო ბარათის ინფორმაცია ან პირადობა);
მშობლების გარდა, არავის გაუზიართ საკუთარი ინტერნეტ-პაროლი;
არ მისწეროთ ვინმეს გაბრაზებული წერილი, სანამ არ დამშვიდდებით და მდგომარეობას საღად არ შეაფასებთ;
ისევე ზრდილობიანად მოიქეცით ონლაინ, როგორც პირისპირ ურთიერთობისას.
Комментариев нет:
Отправить комментарий