ინტერვიუს შედეგები


 ჩვენ  დავინტერესდით,   როგორია კიბერბულინგის  სტატისტიკა  რეგიონში და ზოგადად საქართველოში, რის გასარკვევადაც ვეწვიეთ პოლიციის რაიონულ განყოფილებას, სადაც უფროსი გამომძიებელი  დიდი გულისხმიერებით მიუდგა ჩვენს ვიზიტს და დასმულ  კითხვებზე ამომწურავი პასუხები გაგვცა.
 როგორც მისგან შევიტყვეთ, რაიონულ განყოფილებაში ძალიან იშვითად შედის კიბერბულინგთან დაკავშირებული საჩივარი. სპეციალური განყოფილება, რომელიც მსგავს ფაქტებზე მუშაობს, არის თბილისში. აგრეთვე გავიგეთ, რომ არსებობს  საიტები, რომელთა დახმარებითაც მსგავსი დანაშაულის ფაქტების გამოვლენა ხდება, შესაძლებელია დადგენა რომელი კომპიუტერით ან მობილური ტელეფონით განხორციელდა კიბერდანაშაული.
  კიბერდანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ადამიანი ისჯება ორი წლით თავისუფლების აღკვეთით, ხოლო განმეორების შემთხვევაში - ხუთი წლით.
  რაც შეეხება პრევენციულ ზომებს, გამომძიებელმა აღნიშნა, რომ ამ საქმიანობის კონტროლი და ან თვალყურის დევნება შეუძლებელია, ერთადერთი რაც შეიძლება გაკეთდეს, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა, ფსიქოლოგებისა და ტრენინგების დახმარებით.

კითხვები ასეთი იყო:

  მოგესალმებით. ჩვენი ჯგუფი იკვლევს ბულინგის ერთ-ერთ  ფორმას, კიბერბულინგს, რომელიც ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, ფარული ან აშკარა დაშინების მიზნით განხორციელებული ქმედებაა.
  "კიბერბულინგში" მოიაზრება:  სოციალურ ქსელებში შეურაცხმყოფელი ფოტოების ან ვიდეოს განთავსება, უხამსი ჭორების გავრცელება, მავნე მოკლეტექსტური შეტყობინებების გაგზავნა, სხვათა სახელით გვერდებისა და სოციალურ ქსელებში ანგარიშების შექმნა.
ჩვენ გვინდა რამდენიმე შეკითხვა დაგისვათ.
კითხვები:
1. გვაინტერესებს, რამდენად ხშირია ჩვენს საზოგადოებაში კიბერბულინგი, მაგალითად პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროება და ამით  შანტაჟი.

2. დღითიდღე უფრო ფართოდ ვრცელდება სოციალურ ქსელებში სპეციალური გვერდების შექმნის პრაქტიკა, სადაც გამიზნულად აბუჩად იგდებენ ადამიანებს მათი გარეგნობის, შემოქმედების, რელიგიური თუ ეთნიკური უმცირესობის გამო. ასეთი შემთხვევების გამო თუ ჩივიან ადამიანები? 

3. რამდენადაც ჩვენ მიერ ინტერნეტსივრცეში მოპოვებული ინფორმაციის შესწავლამ გვაჩვენა, ხშირია სხვათა სახელით გვერდებისა და სოციალურ ქსელებში ანგარიშების შექმნა, რასაც უამრავი ადამიანი ძალიან განიცდის, რას გვეტყვით აღნიშნულის შესახსებ, თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ?

4. რამდენად ხშირად გაქვთ მოქალაქეთა მხრიდან შემოსული საჩივრები აღნიშნული პრობლემის გამო და რა ზომებს მიმართავთ მსგავსი შემთხვევების დაფიქსირებისას?

5. ისიც გვაინტერესებს, კანონი როგორ სჯის ამ ტიპის დამნაშავეებს, ან რა დახმარებას უწევს კიბერბულინგის მსხვერპლს?


6. თქვენ როგორ გესახებათ ამ პრობლემის მოგვარება საზოგადოებაში, რა პრევენციული ზომების გატარება იქნება მიზანშეწონილი?

Комментариев нет:

Отправить комментарий